23.3.10

"მგზავრების" "ომი და ქორწილი" და "მგზავრული" რეკორდსმენობა


სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის კინოთეატრებში ზაზა კოლელიშვილის ახალი ფილმის - "ომი და ქორწილი" - პრემიერა შედგა. როგორც ცნობილი გახდა, ფილმის საუნდტრეკის ავტორი ჯგუფის - "მგზავრები" - სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილია. სიმღერებსაც, რასაკვირველია, "მგზავრები" ასრულებენ. ჯგუფმა უკვე დაიწყო მეორე ქართული ფილმის მუსიკაზე მუშაობა, თუმცა ისინი ამ ფილმში მსახიობებადაც მოგვევლინებიან. როგორ მუშაობენ ახალ ფილმზე, როგორ გახდა "მგზავრები" გინესის წიგნის რეკორდსმენი და რომელ ფესტივალზე მოიპოვეს მათ გამარჯვება, - ამ ყველაფერზე თავად გიგი მოგვიყვება.


- გიგი, "ომი და ქორწილი" პირველი ფილმია, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზეც თქვენ იზრუნეთ?
- მხატვრული ფილმის მუსიკაზე პირველად ვიმუშავეთ და ეს ნამდვილად არ ყოფილა იოლი. ზაზას შვილებთან ვმეგობრობ და შესაბამისად, მასაც ვიცნობდი. ჩვენს შემოქმედებას არც ისე კარგად იცნობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზაზამ ფილმის გადაღება რომ დაიწყო, გადაწყვიტა, მასში ჩვენი მუსიკა აეჟღერებინა. რასაკვირველია, მის წინადადებას მაშინვე დავთანხმდი, თუმცა ვინერვიულე, რადგან ეს ჩემთვის ძალზე საპასუხისმგებლო საქმე იყო.

გააგრძელეთ კითხვა აქ: http://www.ambebi.ge/kultura/15998-qmgzavrebisq-qomi-da-qortsiliq-da-qmgzavruliq-rekordsmenoba.html

მგზავრები პროფილში


უყურეთ მგზავრებს პროფილში (ისევ!) ხუთშაბათს, 25 მარტს რუსთავი 2-ზე 10 საათზე.